პირველ ათწლეულ შ ი (1960-იანი წლები) დაფუძნდა ექვსი კერა - დინამო, ლოკომოტივი, პოლიტექნიკური , უნივერსიტეტი , სპარტაკი და ქუთაისი , საქართველომ კი მოძმე რესპუბლიკებზე წინ, ოღონდაც მოსკოვის შემდეგ, მეორე ადგილი დაიმკვიდრა საკავშირო არენაზე ამას წინ უძღოდა ბარემ ორი თაობის გარჯა უცხო, უკვე ნებადართული, მაგრამ მაინც საეჭვო რეპუტაციის მქონე ბურთაობის დასანერგად. ჟაკ ასპეკიანის, ნოდარ ყიფიანის, ჯემალ ბერაძის, გოგი ტონიას, გოგი ყუფარაძის, ზაურ მგელაძის, სერგო ხაჭაპურიძის, ამირან ლობჟანიძის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელეს გოჩა აბაშიძემ, ირაკლი კიზირიამ, მიკა კვინიხიძემ, გელა მიქაბერიძემ, ზურაბ ხარშილაძემ, ვახო ფეტვიაშვილმა, თენგიზ რუხაძემ, რასაც ოთხი მედლის მოპოვება მოყვა. მეორე ათწლეულში რუსეთში შენიღბული პროფესიონალიზმი დაინერგა, აქ კი მოყვარულებად დავრჩით და მალევე ჩამოვრჩით, მაგრამ მერე მაინც გავზარდეთ რკინიგზელთა უნიჭიერესი თაობა თ...