საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი

საქართველოს პირველი ეროვნული რაგბის გუნდი შეიქმნა 1989 წელს, რომელმაც 12 სექტემბერს ქუთაისში საერთაშორისო მატჩი გამართა ზიმბაბვეს ნაკრებთან – 16:3. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო დავით კილასონია, პირველი კაპიტანი – ოლეგ ლიპარტელიანი1990 წელს მოეწყო მორაგბეთა ნაკრების პირველი ტურნე ზიმბაბვეში. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა კლუბებმა სსრკ ჩემპიონატი დატოვეს. 1992 წლის თებერვალში რაგბის საერთაშორისო საბჭომ საქართველოს რაგბის კავშირი 52-ე წევრად მიიღო. ერთი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები პირველად ჩაება მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში. საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი — ბიძინა გეგიძე) მიზნად დაისახა ამ ასპარეზობის ფინალურ ეტაპზე გასვლა. 1997 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ფრანგი კლოდ სორელი. 2001 წელს საქართველოს ნაკრებმა მოიგო ევროპის ერთა თასი, რითაც ოფიციალურად გახდა ევროპის მე-7 გუნდი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები IRB რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.

Comments

Popular posts from this blog

რაგბის წესები

საქართველოს რაგბის ისტორია(1960-2010წლები)